კომპანია სპექტრუმი, წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას. ვაცხადებთ ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება-სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- Revit, Autocad და Tekla-ს მაღალ დონეზე ცოდნა, დეტალური ნახაზების შესრულების გამოცდილება;
- LIRA-SAPR, SAP2000, Autodesk Robot-ში კონსტრუქციული ანგარიშების შესრულება;
- საქართველოს მთავრობის და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მშენებლობის დარგის მარეგულირებელი დადგენილებების ცოდნა და მათი მოთხოვნების დაცვით კონსტრუქციული პროექტების დამუშავება;
- გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- დროის ეფექტური მართვა;
- ორგანიზების კარგი უნარი;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- გუნდური და პასუხისმგებლიანი;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- შრომისმოყვარე და პუნქტუალური;
- სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “კონსტრუქტორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
“სპექტრუმიის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.