”ვიანი“ აცხადებს სისხლის ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას თბილისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, იარაჯულის #8
სამუშაო გრაფიკი : 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
- შემოსული და გასული ზარების პროგრამული აღრიცხვა;
- შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
- ზოგადი კონსულტაციების გაწევა მომსახურებისა და პირობების შესახებ;
- შემოსული ზარების გადამისამართება;
- საჭიროებისამებრ გამავალი ზარების განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- სასურველია სამედიცინო განათლება;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- გამართული მეტყველება;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 მარტი, 2025
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career/?careerId=1260
„ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.