შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე დასავლეთ საქართველოში (ქუთაისი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ექვემდებარება კომპანიის შრომის უსაფრთხოების განყოფილების უფროსს და ასრულებს მის დავალებებს.
- საქართველოს კანონმდებლობით, ტექნიკური ნორმატივებით და კომპანიის შრომის უსაფრთხოების წესით გათვალისწინებული მოთხოვნების გატარება და პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
- სამუშაო სივრცეში/ადგილებზე შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის მონიტორინგი;
- კომპანიის რეგიონულ დანაყოფებში შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მივლინებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი/დიპლომი;
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
- შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქართველოს ნორმატიული აქტების და ტექნიკური რეგლამენტების ცოდნა;
- MS office პროგრამების ცოდნა;
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
პირობები:
აუცილებელი პირობა:
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 9-17 სთ.
- სამუშაო ადგილით, საოფისე ინვენტარით და ტექნიკით უზრუნველყოვა;
- რეგიონულ ოფისებში მივლინებისას სასტუმროს და კვების ხარჯების ანაზღაურება;
- კორპორატიული ულიმიტო ნომერი (ჯეოსელი).
- უნისონის კორპორატოული დაზღვევა (საოჯახო) და სხვა ბენეფიტი.
- ხელფასი 1250 ლარი (საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით);
აუცილებელი პირობა:
- აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი (კომპანია აანაზღაურებს საწვავისა და ცვეთის ღირებულებას);
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2025 წლის 24 მარტის ჩათვლით. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი “, ასევეევე ფოტოსურათიან რეზიუმესთან (ქართულ ენაზე) ერთად გამოაგზავნოთ შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი .