წიგნის მაღაზიათა ქსელი "ლიბრა" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის და მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ლოკაცია: ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი
მენეჯერის პოზიციაზე სავალდებულო მოთხოვნები:
- წიგნების გაყიდვების სფეროში მოწინავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Word, MS Excel, Google email
ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ წიგნების გაყიდვების სფეროში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ნებისმიერი პროგრამის კურსდამთავრებული
- სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
- სასურველია სალარო აპარატის და ტერმინალის ფლობა
ძირითადი მოთხოვნები:
- შემოსული ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება
- პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
- ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით
- პოტენციური მომხმარებლებისათვის გასაყიდი პროდუქტის/მომსახურების გაცნობა და შეთავაზება
- არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ
- მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
- გაყიდვების გეგმის შესრულება.
დამატებითი მოთხოვნები:
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:
- სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი
- მომხმარებელთან ურთიერთობა
- გაყიდვების ტექნიკების ფლობა
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- მეგობრულ ატმოსფეროს.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე კვირაში, 1 დღე დასვენება.
შრომის ანაზღაურება:
მენეჯერი: 1000 ლარი, ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად მოქმედებს საბონუსე სქემა ყოველთვე.
მოლარე-კონსულტანტი: 700 ლარი, ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად მოქმედებს საბონუსე სქემა ყოველთვე.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა, სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება, ერთკვირიანი სტაჟირება და საცდელი ვადა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: librawignebi@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.