აღმასრულებელი შეფი
თარიღები: 26 თებ - 26 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  შეფ-მზარეული
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hrc@royaltuliptbilisi.com
5* სასტუმრო Royal Tulip და Casino აცხადებს ვაკანსიას:აღმასრულებელი შეფი

ძირითადი მოვალეობები:
  • ახალი რეცეპტების შემუშავება;
  • საჭმლის მომზადების კონტროლი და პრეზენტაცია;
  • სამზარეულოს პერსონალის მართვა;
  • საკვების მარაგების შეკვეთა/შენახვა;
  • სანიტარული წესების დაცვა;
  • პერსონალის საკითხების მოგვარება სამზარეულოს პერსონალს შორის;
  • ეფექტური სისტემების შემუშავება;
  • კულინარიული ტრენინგის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, კულინარიული გუნდის უნარებისა და ცოდნის ასამაღლებლად;
  • სურსათის მარაგის მართვა, ხარჯების კონტროლი და მაქსიმალური მომგებიანობა მაღალი ხარისხის შენარჩუნებით;
  • ხელმძღვანელობასა და დეპარტამენტს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • სამზარეულოს მომსახურებისა და პროდუქტის ოპერაციების შენარჩუნება და გაუმჯობესება მაქსიმალური მოგების მიზნით, სტუმრების კმაყოფილების მაღალი ხარისხის შენარჩუნებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10;
  • ანაზღაურება შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • კვებით უზრუნველყოფა;
  • დაზღვევა

იმისთვის, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrc@royaltuliptbilisi.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!