კომპანიის შესახებ
კომპანია "სოლუქსი" მომხმარებელს საჯარო და კერძო სივრცეებში აუდიოვიზუალურ უზრუნველყოფას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს სთავაზობს. კომპანია 20 წლის წინ დაარსდა და მისი მიზანი ისეთი სივრცეების ტექნიკური მხარდაჭერაა, როგორებიც არის, თეატრები, საფესტივალო სივრცეები, სტადიონები, ტაძრები და სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულებს:
კომპანია "სოლუქსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული და პროექტების გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი პირობები:
- ანაზღაურება: 3500 ლარი NET და კონკურენტუნარიანი საბონუსე სისტემა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა, ფიტპასი, კორპორატიული ნომერი;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მიცკევიჩის 27;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.
ძირითადი მოთხოვნები:
- კორპორატიულ გაყიდვებში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება შემდეგ სფეროებში: აუდიოვიზუალური მიმართულება, მუსიკა, ელექტროტექნიკა, უსაფრთხოების სისტემები, IT ინტეგრირება და სხვა;
- უმაღლესი განათლება. სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
- სტრატეგიული დაგეგმვის, გუნდის მართვის უნარი, ბიუჯეტირება.
ძირითადი მოვალეობები:
- კორპორატიული და პროექტების გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება გუნდთან ერთად;
- KPI - გაყიდვების გეგმის შესრულება;
- პროექტების და მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია;
- ტენდერებში მონაწილეობა კანონმდებლობის სრული დაცვით;
- B2b მიმართულებით, პარტნიორი კომპანიების გამოვლენა, ბაზების განვითარება და შეთავაზებების გაკეთება;
- დაქვემდებარებული გუნდის მართვა, მოტივირება და განვითარებაზე ზრუნვა.
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 31 მარტის ჩათვლით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
შერჩევის ეტაპები:
1. რეზიუმეების გადარჩევა
2. ონლაინ გასაუბრება
3. პირისპირ გასაუბრება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stc.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კორპორატიული და პროექტების გაყიდვების ხელმძღვანელი.
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!