ს.ს. „ენერგონი“, ყოფილი „საქენერგორემონტი“ (ჰიდროენერგეტიკული სამშენებლო კომპანია 1956 წლიდან) აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსისტის პოზიციაზე
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ზაჰესი, გოჩა ცქიტიშვილის ქ N2
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
ენერგონის და მასში შემავალი შვილობილი კომპანიების:
- ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების შედგენა და კონტროლი
- ფინანსური ანგარიშგებების შედგენა და კონტროლი
- მიმდინარე პროექტების ფინანსური სტატუსების განახლება
- გადახდის გრაფიკების კონტროლი
- დებიტორების და კრედიტორების კონტროლი (გადახდების ნაწილში)
- კომუნიკაცია საფინანსო ინსტიტუტებთან სხვადასხვა საბანკო ოპერაციების: გადარიცხვების, სესხების, გარანტიების და სხვა საბანკო პროდუქტების ნაწილში
- ურთიერთობა სადაზღვევო კომპანიებთან
- გარე და შიდა აუდიტის პროცესში მონაწილეობა
- საჭიროების შემთხვევაში, ფინანსურ დეპარტამენტში დაინიცირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში
- სერტიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში, სასურველია ACCA-ს
- შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
- ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და საგადასახადო კოდექსის ცოდნა
- კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა, ბუღალტრული პროგრამების ცოდნა
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს შესრულების დაგეგმვა, ორგანიზება, მართვა
- პასუხისმგებლიანობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდურობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე vacancy@energony.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 25 მარტი 2025 წელი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს „ენერგონმა“დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 2 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი განიხილოს სხვა პოზიციაზეც.