ს.ს. „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო დაზღვევის მიმართულებით, მთავარი ანდერაიტერის პოზიციაზე.
სტრუქტურული ერთეული: ანდერაიტინგის დეპარტამენტი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ე. მიქელაძის 1ბ
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00 – 19:00 სთ ან 09:00-18:00, 1 სთ. შესვენება)
ანაზღაურება: ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
„ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ 2020 წელს დაარსდა და წარმოადგენს ჰოლდინგის ნაწილს, რომელშიც ერთიანდება ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“, „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“, „ზარაფხანა“, „ქუთაისის ტორპედო“ და ა.შ. ჩვენთვის წამყვანი კორპორატიული ღირებულებაა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების კმაყოფილება, მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარება. ამასთანავე, კომპანია ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას - ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პოტენციურ თანამშრომელს!
ფუნქცია მოვალეობები:
- სადაზღვევო რისკების გაანალიზება - შეფასება, სადაზღვევო პირობების, ტარიფებისა და გამონაკლისების განსაზღვრა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
- კომპანიაში არსებული არასამედიცინო სადაზღვევო პროდუქტებისა და გაიდლაინების განახლების უზრუნველყოფა;
- ახალი სადაზღვევო პროდუქტის შემუშავებადა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება (გაიდლაინები, პოლისები, განაცხადები, პირობები / ხელშეკრულებები)
- მონაცემების (არსებული სადაზღვევო პორტფელის / სადაზღვევო ბაზრის მონაცემების) ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- კომპანიის საცალო და კორპორატიული გაყიდვების თანამშრომლებისთვის არასამედიცინო დაზღვევის პროდუქტის გაცნობა და მათთან კომუნიკაცია;
- გადამზღვევ კომპანიებთან ურთიერთობა, ანგარიშგება და ბორდეროს მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი;
- სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების / ეკონომიკის მიმართულებით;
- სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების მაღალ (advance) დონეზე ცოდნა, მათ შორის ექსელში პროფესიონალურად მუშაობის გამოცდილება;
- სტატისტიკური ანალიზისათვის საჭირო პროგრამების, მათ შორის, Power BI-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (B2 დონე).
კომპეტენციები და უნარები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- გამართულად წერის უნარი (ქართული, ინგლისური);
- მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დროის ეფექტური გამოყენების უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- კორპორატიულ სარგებელს (benefits) (კორპორატიული ნომერი, ჯანმრთელობის დაზღვევისა და Fitpass შეთავაზება);
- კორპორატიული კულტურის განვითარებისა და გუნდში ინტეგრაციისათვის სხვადასხვა ორგანიზაციულ აქტივობებს;
- კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას (ჰორიზონტალური და ვერტიკალური კარიერული გადაადგილება).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე Vacancy@nvi.ge და „SUBJECT“ ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „მთავარი ანდერაიტერი“
რეკრუტირების პროცესი წარიმართება სამ ეტაპად:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
- დავალების შესრულება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ შერჩევის პროცესს დაიწყებს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.
განაცხადის გაზიარებამდე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: Vacancy@nvi.ge
გისურვებთ წარმატებას!
სს “ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402160022; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, დიდუბის რაიონი, ევგენი მიქელაძის ქუჩა, N 1ბ; ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@nvi.ge; ტელეფონის ნომერი: +995 0322 501 501. შემდგომში - „დამსაქმებელი“/“კომპანია“/“დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი”) მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით/ვებგვერდზე (www.nvi.ge) მონაცემების შეყვანისა და რეზიუმეს/CV-ის ატვირთვით თქვენ, როგორც დასაქმების კანდიდატი/მონაცემთა სუბიექტი „დამსაქმებელს“ ანიჭებთ უფლებამოსილებას, რომ:
დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათ შორის, რეზიუმეში (CV)-ში მითითებული ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიზნით, იმ ვადით, რაც აუცილებელია კანდიდატების შერჩევისა და კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, „კომპანია“ თქვენგან მოწოდებულ რეზიუმეს (CV)-ს, ტესტირების შედეგებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თქვენგან მიღებულ დამატებით ინფორმაციას/დოკუმენტს დაამუშავებს იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით დამატებით 1 (ერთი) წლის ვადით, თუ თქვენი მხრიდან აღნიშნულზე დამატებით თანხმობა იქნება გაცხადებული. დამატებითი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, კომპანია გაანდაგურებს/წაშლის თქვენს შესახებ არსებულ მონაცემებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა დამუშავების საფუძველია თქვენი განცხადების/კანდიდატურის განხილვა. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია, თუ რა სახის მონაცემებს ამუშავებს კომპანია თქვენს შესახებ, რა საფუძვლით, რა ვადით, გადაეცემა თუ არა მონაცემები სხვა პირს, ასევე, თქვენ გაქვთ უფლება, რომ მოითხოვოთ მონაცემთა გაცნობა, ასლების მიღება, მათი გასწორება, განახლება, შევსება, წაშლა, განადგურება, გადატანა ან დაბლოკვა. ამასთან, თქვენ გაქვთ უფლება, რომ ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე და მოითხოვოთ აღნიშნული პროცესის შეწყვეტა.
გაცნობებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, ელენე მჭედლიშვილს (ტელ: +995599393322; ელ.ფოსტა: emchedlishvili@newvision.ge).