თელმიკო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ფინანსების ჯგუფის ხელმძღვანელი
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ
- უმაღლესი განათლება, მიმართულება – ფინანსები, ეკონომიკა, იურისპრუდენცია;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word; PowerPoint;
- რუსული ენა – საშუალო დონე;
- სამუშაო გამოცდილება 5 წელი (სასურველია საბანკო სექტორში);.
სამუშაოს აღწერა:
- საბანკო და საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის წარმოება საკრედიტო, საოპერაციო და სტრატეგიულ საკითხებზე;
- საბანკო ხელშეკრულებებსა და საკრედიტო პროდუქტებზე (დეპოზიტები, საბანკო გარანტიები, სესხები და ა.შ.) მუშაობა, ასევე გარე სესხების ორგანიზება;
- საზოგადოების ფინანსურ მოდულში მუშაობა (1C) - გადახდების ფორმირება;
- საბანკო ანგარიშების კონტროლი;
- ოპერატიული და ანალიტიკური ანგარიშების (მათ შორის გადახდების ფაქტი/გეგმა (DDS)) მომზადება;
- ფინანსური ანალიზი;
- მუშაობა კორპორაციული მართვის ავტომატიზებულ სისტემაში (1C – კორპორაციული ხაზინა);
- საზოგადოების ფინანსური რისკების მართვა;
- ხელმძრვანელობის დავალებების შესრულება.
პირადი თვისებები და უნარები
- დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება;
- კრიტიკული აზროვნება;
- აზროვნების ლაკონურობა და მოქნილობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა.
მსურველებმა გამოაგზავნოთ პირადი ინფორმაცია (CV/რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@telmico.ge . გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება „ფინანსების ჯგუფის ხელმძღვანელი“.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2025 წ.