ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
1xP PRIORITY თელმიკო
თარიღები: 25 თებ - 18 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ბუღალტერია/ფინანსები:  მთავარი ბუღალტერი ბუღალტერ - აღმრიცხველი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@telmico.ge
შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე (ბუღალტერი).

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
  • უმაღლესი განათლება, მიმართულება - ბუღალტერია და აუდიტი, ეკონომიკა, ფინანსები, IT;
  • ბუღალტრად მუშაობის 5 წლამდე გამოცდილების ქონა;
  • აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
  • შემოსავლების სამსახურის საიტზე RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძვლების ცოდნა;
  • Excel- ის მაღალ დონეზე ცოდნა;

პირადი თვისებები და უნარები:
  • ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი

სამუშაოს აღწერა:
  • საბუღალტრო პროგრამა 1C-ში ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება, პროგრამული აღრიცხვა-მონიტორინგი, დოკუმენტების მატერიალურად და ელექტრონულად დაარქივება;
  • ბანკის ოპერაციების კონტროლი / პროგრამული აღრიცხვა;
  • ანგარიშ ვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი;
  • მივლინების ხარჯებთან დაკავშირებული სრული პაკეტის მომზადება და ბუღალტრული აღრიცხვა;
  • დაქირავებულ პირებზე ხელფასებისა და ხელფასთან გათანაბრებული განაცემების აღრიცხვა, კონტროლი;
  •  მარაგების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი, კონტროლი;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება, დებიტორებთან წერილობითი კომუნიკაცია დავალიანებების შედარებისა და ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად;
  • კომპანიის ფინანსური პოლიტიკით გათვალისწინებული თვის / წლის დახურვაში მონაწილეობის მიღება;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

უცხო ენები :
  • რუსული და ინგლისური ენა – საშუალო დონეზე ფლობა;

მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge. გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების განყოფილებაში მთავარი სპეციალისტი (ბუღალტერი)“.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 18.03.2025 წ.