საგზაო გადაზიდვების სპეციალისტი CIS ქვეყნების მიმართულებით

თბილისი სრული განაკვეთი GIANTI Logistics
მივლინება: არა
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკა
შპს "გიანთი ლოჯისტიკსი" სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიაა, რომელიც 2005 წელს დაარსდა.

კომპანია ბაზარზე სრული საექსპედიტორო-ლოჯისტიკური სერვისითაა წარმოდგენილი.
ჩვენი მიმართულებებია გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველომდე და პირიქით.

კომპანია აგრეთვე ფლობს საბაჟო საწყობს, ავტოპარკსა და ტერმინალს ფოთში.

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს ჯანსაღ, მოწესრიგებულ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს, მოქნილ პირობებს კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, ზრდისა და განვითარების პერსპექტივასა და მუდმივ მხარდაჭერას.

უფრო ვრცლად ჩვენი კომპანიის შესახებ იხილეთ:

შპს "გიანთი ლოჯისტიკსი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოციაზე: საგზაო გადაზიდვების სპეციალისტი CIS ქვეყნების მიმართულებით

უფლება-მოვალეობები:
  • მეილის მიღება, მასზე მუშაობის დაწყება და კლიენტის ინფორმირება;
  • კლიენტის რეგულარული ინფორმირება/ინფორმაციის განახლება შეკვეთის შესაბამისად ;
  • საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მოძიება;
  • გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების დროული მოგროვება, მათი სისწორის შემოწმება და შესაბამისი ინვოისის გამოწერა;

აუცილებელი მოთხოვნები:
  • სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

ენები:
  • ქართული - სრულყოფილად
  • ინგლისური - თავისუფლად (კომპანიაში ძირითადი მიმოწერის ენაა)
  • რუსული - თავისუფლად

სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

სამუშაო ადგილი:
თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 12ბ.

ანაზღაურება: 
გახსნილი ვართ ნებისმიერი მოთხოვნისთვის, გამოცდილების გათვალისწინებით

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: hr@giantilogistics.ge 

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.