ტურ-ოპერატორი

თბილისი მოქნილი გრაფიკი The Hangover Holidays
მივლინება: არა
ენები: ქართული, ინგლისური
ტურიზმი/გართობის სექტორი: შემომყვანი ტურ-ოპერატორი, გამყვანი ტურ-ოპერატორი
ტურისტული კომპანია The Hangover Holidays აცხადებს ვაკანსიას "ტურ-ოპერატორის" პოზიციაზე.

ჩვენთან დაგხვდება:
  • მივლინებები მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით
  • საბონუსე სისტემა გაყიდვების მაჩვენებლის მიხედვით
  • მეგობრული, მხარდამჭერი და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

სამუშაო პირობები:
  • მდებარეობა: თბილისი
  • მორგებული (შესაძლებელია დისტანციურად)
  • ანაზღაურება (განიხილება კანდიდატის გამოცდილებისა და მოთხოვნის შესაბამისად)

პასუხისმგებლობები:
  • სამოგზაურო პაკეტების შედგენა/დაჯავშნა
  • მოგზაურობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვების პროცესის ორგანიზება
  • მომხმარებელთან დროული და ეფექტური კომუნიკაციის წარმოება (ჯვარედინი გაყიდვები)
  • online ჯავშნის სისტემებში/არხებში მუშაობა

მოთხოვნები:
  • სურვილი, რომ გახდე უკეთესი
  • საშუალო ან უმაღლესი განათლება ტურიზმის ან/და მომიჯნავე მიმართულებით
  • ტურ-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება
  • ქართული და ინგლისური (B1) ენების ფლობა 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გამოგვიგზავნე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@hangoverholidays.com

და Subject ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის სახელწოდება “ტურ-ოპერატორი” 

ჩვენი გუნდი გისურვებს წარმატებას!