BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითიც უზრუნველყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.
"bet25" აცხადებს ვაკანსიას სლოტ კლუბის მოლარეს პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო.
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1300 ლარი და ყოველ დღიური ბონუსი.
უშუალო ხელმძღვანელი: სალაროს მენეჯერი, ჰოლ მენეჯერი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ფულადი ოპერაციების წარმოება სამუშაო პროცედურის შესაბამისად;
- სალაროში არსებული ნაღდი ფულის ლიმიტების კონტროლი;
- სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა;
- კომპეტენციიდან გამომდინარე მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლისათვის სრულყოფილი და ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
- კომპანიის AML პოლიტიკისა და ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაბელურობა;
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე"
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.