შპალერი და ლაქ-საღებავების კატეგორიის მენეჯერი
თარიღები: 25 თებ - 20 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  კატეგორიის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@jaokeni.ge
კომპანია ჯაოკენი 1997 წლიდან საქართველოს ბაზარზე წარმატებით ახორციელებს სარემონტო მასალების იმპორტს და ვაჭრობას, რომელიც იყოფა შემდეგ 3 კატეგორიად: მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკის და სააბაზანო მოწყობილობები, შპალერის და ლაქ საღებავების კატეგორიებად. დღეის მდგომარეობით, კომპანია თავისი შოურუმებით წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სენაკში და თელავში.

კომპანია ჯაოკენი აცხადებს ვაკანსიას შპალერი და ლაქ-საღებავების კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #180
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2500 ლარი + ბონუსი ულიმიტო შესაძლებლობებით
(საშუალო ხელფასი 4000-5000 ლარი)
გამოსაცდელი პერიოდი - 2 თვე. ანაზღაურება - საგამოცდო პერიოდის განმავლობაში: პირველი 2 თვე - 2500₾

ფუნქცია მოვალეობები:
  • მარაგების კონტროლის უზრუნველყოფა და პროდუქტის შეკვეთა
  • დაქვებდებარებული პირების ყოველდღიური სამუშაო პროცესის მართვა / შეფასება
  • სამუშაო ადგილას კომპანიის მიერ დაწესებული სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა
  • შესაბამისი სტანდარტების მიხედვით შოურუმის მერჩენდაიზინგის მოწყობის უზრუნველყოფა
  • ბაზარზე არსებული მოთხოვნების ანალიზი და მათზე რეაგირება
  • ფასწარმოქმნა და ბაზარზე ფასების კონტროლი
  • ბაზრისა და კონკურენტების კვლევა
  • თავისი კატეგორიის ჭრილში ფილიალებში მივლინებები თვეში ერთხელ.
  • თავისი კატეგორიის ჭრილში ფილიალების გამართული და ეფექტური სამუშაო პროცესის კონტროლი/უზრუნველყოფა.
  • მომხმარებელთან მომსახურების და პროცედურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
  • უშუალო ხელმძღვანელთან ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა;
  • კატეგრორიის გეგმებისა და ამოცანების დასახვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
  • ინგლისური ან რუსული ენის ფლობა
  • ანალიტიკური აზროვნება
  • თვითმოტივირებისა და გუნდის მოტივირების უნარი
  • მართვის უნარი
  • დელეგირების უნარი
  • პასუხისმგებლიანი
  • კომუნიკაბელური

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • სადაზღვევო პოლისს.
  • კორპორაციულ ფასდაკლებას.
  • პროფესიულ განვითარებას.

კანდიდატების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად.
ინდივიდულაური გასაუბრება
ტესტი

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@jaokeni.ge საგნის ველში მიუთითეთ პოზიცია ”შპალერი და ლაქ-საღებავების კატეგორიის მენეჯერი“

განაცხადიs შემოტანის ბოლო ვადა: 20.03.2025 წ.
გისურვებთ წარმატებას