ESTETIK YAPI სამშენებლო/დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას : „გაყიდვების თანამშრომლის“ პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: რუსთავი
მოვალეობები: - მომხმარებლის მომსახურება კომპანიის სტანდარტების მიხედვით
- მომხმარებლებისთვის შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია
- დაინტერესებული მომხმარებლებისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება
- არსებულ / პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო/ წერილობითი კომუნიკაცია და მათთან შეხვედრების დაგეგმვა
- სოციალური პლათფორმების მართვა და შეტყობინებებზე პასუხების გაცემა;
- უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გაყიდვების/მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ( სულ მცირე, 6-თვიანი )
- უმაღლესი განათლება
- ენების ცოდნა: სავალდებულოა ქართული, აზერბაიჯანული
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel ,Ppowerpoint)
აუცილებელი უნარები: - ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა);
- მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
- ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია);
- გამართულად მეტყველების და წერის უნარი;
- ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ : - კარიერისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
- მეგობრულ და პროფესიონალთა გუნდში მუშაობა;
- სასიამოვნო სამუშაო ატმოსფერო;
- კომფორტული ოფისი;
- სრული განაკვეთი (10:00-18:00); ოფიციალური დასვენების დღეები;
ანაზღაურება: ფიქსირებულს + საბონუსე სისტემა
subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „გაყიდვების თანამშრომელი