რეცეფციონისტი
თარიღები: 24 თებ - 25 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  რეცეფციონისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: n.khosruashvili@maqro.ge
MAQRO Development არის MAQRO ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. კომპანია აშენებს საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ. 
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის ელექტრონული გვერდი www.maqro.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას -  გაყიდვების ოფისში  რეცეფციონისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: - ქ. თბილისი
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით 

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვების ოფისის შეუფერხებლად მუშობისათვის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (შეხვედრების დაგეგმვა, ტაქსის გამოძახება, საოფისე დოკუმენტაციის ბეჭდვა, ასლის გადაღება, და სკანირება და ა.შ.)
  • საოფისე შესყიდვების პროცესების მართვა, მარაგების კონტროლი
  • შემოსული კორესპონდენციის ადმინისტრირება და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება
  • შემომავალ ზარებზე პასუხი და მათი გადამისამართება
  • სტუმრების დახვედრა წინასწარ განსაზღვრული რიტუალის დაცვით და გადამისამართება, 
  • ოფისში ტექნიკური პრობლემის იდენტიფიცირება (არსებობის შემთხვევაში) და ხარვეზის დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • საქმის ორგანიზების  და დაგეგმვის უნარი
  • დისციპლინირებულობა
  • კეთილგანწყობილი და თავაზიანი 
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება სულ მცირე 1-2 წლამდე
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • სავალდებულოა ქართული ენის ცოდნა, აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა გამართულად სასაუბრო დონეზე (სასურველია თუმცა არასავალდებულო თურქული ენის ცოდნა) 
  • კომპანია თავის მხრივ  უზრუნველყოფს: ერთჯერად კვებას, კორპორატიულ ნომერს (ულიმიტო პაკეტით),  კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში  გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე    (სასურველია ორენოვანი ინგლისურ-ქართული) მისამართზე: n.khosruashvili@maqro.ge   სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 

შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან