კომპანია ბერკეტი-დიზაინი აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.
შპს ბერკეტი–დიზაინი საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს 1998 წლიდან.
საქმიანობის სფეროა: გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია, ელექტროობისა და სუსტი დენების, წყალმომარაგება, წყალარინება, საცურაო აუზებისა და საუნების სისტემების მოწყობის პროექტირება, მიწოდება და მონტაჟი.
,,ბერკეტი–დიზაინის’’ მრვალწლიანი, პროფესიონალური გამოცდილება მომხმარებელთა ნდობის საფუძველია.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური გეგმების მიღება ობიექტების მიხედვით;
- დილით საწყობში მანქანის დატვირთვა საჭირო პროდუქციით;
- პროდუქციის დროულად მიტანა ობიექტებზე და ჩამოცლა-ჩაბარება
- ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის მიზნით, ავტომობილის ექსპლოატაციისა წესების დაცვა.
- მიკროავტობუსის მართვის გამოცდილება
ძირითადი მოთხოვნები:
- C კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად
- ქალაქების, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
- პუნქტუალურობა, გუნდურობა, საქმის ზედმიწევნით შესრულების უნარი
პიროვნული მახასიათებლები:
- პუნქუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ#90
გრაფიკი: სრული (ორშაბათი-შაბათი 10:00 – 18:00)
ანაზღაურება: 1500 + სამივლინებო
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე
hrberketi@gmail.com და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!