შპს ,,კამარა“ აცხადებს ვაკანსიას საწყობების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
შპს „კამარას“ მთავარი საქმიანობაა ბუნებრივი ქვების დამუშავება და ქვით მოპირკეთება. კომპანია შეიქმნა 2003 წელს და დღეისათვის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გახლავთ ბაზარზე. კომპანია აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, დანერგილია ინოვაციური ტექნოლოგიები, დანერგვის პროცესშია ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001-2015 და პროცესების გაციფრულება.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: kamarastone.ge
სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, მარნეულის გზატკეცილი 64.
სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი.
ანაზღაურება: 3 თვე 1700 ლარი, შემდეგ 2300 ლარი.
პასუხისმგებლობები:
- საწყობში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა; საქონლის მიღება, შენახვა, გაცემა, მოთხოვნა მარაგების შევსებაზე.
- საწყობში შემოსული საქონლის განთავსება მიღებული პროცედურების დაცვით.
- საქონლის გაცემა მიღებული პროცედურების დაცვითა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების საფუძველზე
- საქონლის ხარისხის სტანდარტისა და შენახვის ნორმების კონტროლი;
- სასაწყობე მარაგების კონტროლი;
- საწყობში არსებულ პროდუქციაზე მონაცემთა ბაზის წარმოება და რეპორტინგი;
- საწყობის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- ყოველთვიური, მთლიანი ან ნაწილობრივი აღწერების წარმოება/კონტროლი
- ყოველდღიური ზედნადებების კონტროლი
- მიღებული ს/ზ-ის კონტროლი
გამოცდილება:
- სასაწყობო ოპერაციებში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა
- დროის ეფექტური მართვის უნარი
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
ბენეფიტები:
- კორპორატიული დაზღვევა
კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
- CV-ის განხილვა;
- გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) მიმდინარე წლის 5 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@kamarastone.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის მართვის სპეციალისტი".
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 557 525 007.