საწყობების მართვის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი კამარა
მივლინება: არა ხელფასი: 1700 - 2300
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
შპს ,,კამარა“ აცხადებს ვაკანსიას საწყობების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე. 

შპს „კამარას“ მთავარი საქმიანობაა ბუნებრივი ქვების დამუშავება და ქვით მოპირკეთება. კომპანია შეიქმნა 2003 წელს და დღეისათვის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გახლავთ ბაზარზე. კომპანია აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, დანერგილია ინოვაციური ტექნოლოგიები, დანერგვის პროცესშია ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001-2015 და პროცესების გაციფრულება.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: kamarastone.ge

სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, მარნეულის გზატკეცილი 64.
სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი.
ანაზღაურება: 3 თვე 1700 ლარი,  შემდეგ 2300 ლარი.

პასუხისმგებლობები:
  • საწყობში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა; საქონლის მიღება, შენახვა, გაცემა, მოთხოვნა მარაგების შევსებაზე.
  • საწყობში შემოსული საქონლის განთავსება მიღებული პროცედურების  დაცვით.
  • საქონლის გაცემა მიღებული პროცედურების დაცვითა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების საფუძველზე
  • საქონლის ხარისხის სტანდარტისა და შენახვის ნორმების კონტროლი;
  • სასაწყობე მარაგების კონტროლი;
  • საწყობში არსებულ პროდუქციაზე მონაცემთა ბაზის წარმოება და რეპორტინგი;
  • საწყობის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ყოველთვიური, მთლიანი ან ნაწილობრივი აღწერების წარმოება/კონტროლი
  • ყოველდღიური ზედნადებების კონტროლი
  • მიღებული ს/ზ-ის კონტროლი

გამოცდილება:
  • სასაწყობო ოპერაციებში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. 
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • დროის ეფექტური მართვის უნარი
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

ბენეფიტები:
  • კორპორატიული დაზღვევა

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
  • CV-ის განხილვა;
  • გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) მიმდინარე წლის 5 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@kamarastone.ge  და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის მართვის სპეციალისტი". 
დამატებითი  ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე:  +995 557 525 007.