შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული სისტემების განვითარების განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო მოთხოვნები
- პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილების მართვა.
- პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და დანერგვის პროცესების მართვა ორგანიზაციაში.
- ბილინგის სისტემისა და სხვა ინფორმაციული სისტემების განვითარების პროექტების მომზადება, დანერგვა და კონტროლი.
- ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მენეჯმენტთან თანამშრომლობა, ბიზნეს-ლოგიკის ანალიზი, ტექნიკური გადაწყვეტილებების მომზადება შემდგომი განვითარებისა და ცვლილებების განხორციელებისთვის.
- შიდა და გარე ინტეგრაციის ტექნიკური გადაწყვეტილებების მომზადება და მათი რეალიზაციის უზრუნველყოფა.
- პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების და დანერგვის პროცესში ინფორმაციული უსაფრთხოების და შიდა პოლიტიკის სტანდარტების დაცვა.
- პროგრამული უზრუნველყოფის, ცვლილებების ან ახალი მოდულების ტესტირების და ექსპლუატაციაში შესვლის პროცესის მართვა და კონტროლი.
- IT ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
პროფესიონალური კომპეტენციები
- ტექნიკური ცოდნა – პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის , პროგრამირების ენებისა, მონაცემთა ბაზების, DevOps, CI/CD და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.
- გამოცდილება 5+ წელი პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში და 2+ წელი მართვის პოზიციაზე.
- განვითარების მეთოდოლოგიები – Agile, Scrum, Kanban, Waterfall მეთოდოლოგიების ცოდნა და პროცესების ადაპტაცია.
- პროექტების მართვის გამოცდილება – პროგრამული უზრუნველყოფის სასიცოცხლო ციკლის, დროის შეფასება, რისკების მართვა და ამოცანების პრიორიტეტიზაცია. ლიდერული და
მმართველობითი უნარები
გუნდის მართვა – გამოცდილება პერსონალის შერჩევაში, მოტივაციაში და შემდგომ განვითარებაში.
- სტრატეგიული აზროვნება – ტექნოლოგიებისა და პროცესების განვითარების დაგეგმვა განყოფილებაში.
- კომუნიკაცია – იდეების სწორი გადმოცემის უნარი გუნდისთვის, დამკვეთებისა და ხელმძღვანელობისთვის.
- კონფლიქტების გადაწყვეტა – გუნდში სხვადასხვა თვალთახედვასთან მუშაობის გამოცდილება. ბიზნეს კომპეტენციები
- ბიზნეს მიზნების გაგება – ტექნიკურიm გადაწყვეტილებების დაკავშირება ბიზნეს ამოცანებთან.
- ფინანსური ცოდნა – ბიუჯეტის და განვითარების ხარჯების მართვის პრინციპების ცოდნა.
- შეკვეთებთან მუშაობა – მოლაპარაკებების წარმოების და მოლოდინების მართვის უნარები.
პიროვნული თვისებები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა – გადაწყვეტილებების და პასუხისმგებლობის მიღების მზადყოფნა.
- ადაპტაციის უნარი – ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების უნარი.
- სწავლაზე ორიენტირებულობა – მუდმივი ტექნიკური და მმართველობითი უნარების განვითარება.
უცხო ენები
- ქართული ენა - თავისუფლად ცოდნის დონეზე;
- რუსული ენა - თავისუფლად ცოდნის დონეზე;
- ინგლისური - საშუალო ცოდნის დონეზე;
მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge . გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ინფორმაციული სისტემების განვითარების განყოფილების უფროსი“.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 21.03.2025 წ.