ინფორმაციული სისტემების განვითარების განყოფილების უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი თელმიკო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)
შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული სისტემების განვითარების განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო მოთხოვნები
  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილების მართვა.
  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და დანერგვის პროცესების მართვა ორგანიზაციაში.
  • ბილინგის სისტემისა და სხვა ინფორმაციული სისტემების განვითარების პროექტების მომზადება, დანერგვა და კონტროლი.
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მენეჯმენტთან თანამშრომლობა, ბიზნეს-ლოგიკის ანალიზი, ტექნიკური გადაწყვეტილებების მომზადება შემდგომი განვითარებისა და ცვლილებების განხორციელებისთვის.
  • შიდა და გარე ინტეგრაციის ტექნიკური გადაწყვეტილებების მომზადება და მათი რეალიზაციის უზრუნველყოფა.
  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების და დანერგვის პროცესში ინფორმაციული უსაფრთხოების და შიდა პოლიტიკის სტანდარტების დაცვა.
  • პროგრამული უზრუნველყოფის, ცვლილებების ან ახალი მოდულების ტესტირების და ექსპლუატაციაში შესვლის პროცესის მართვა და კონტროლი.
  • IT ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების მომზადება.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
პროფესიონალური კომპეტენციები
  • ტექნიკური ცოდნა – პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის , პროგრამირების ენებისა, მონაცემთა ბაზების, DevOps, CI/CD და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.
  • გამოცდილება 5+ წელი პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში და 2+ წელი მართვის პოზიციაზე.
  • განვითარების მეთოდოლოგიები – Agile, Scrum, Kanban, Waterfall მეთოდოლოგიების ცოდნა და პროცესების ადაპტაცია.
  • პროექტების მართვის გამოცდილება – პროგრამული უზრუნველყოფის სასიცოცხლო ციკლის, დროის შეფასება, რისკების მართვა და ამოცანების პრიორიტეტიზაცია. ლიდერული და 

მმართველობითი უნარები
გუნდის მართვა – გამოცდილება პერსონალის შერჩევაში, მოტივაციაში და შემდგომ განვითარებაში.
  • სტრატეგიული აზროვნება – ტექნოლოგიებისა და პროცესების განვითარების დაგეგმვა განყოფილებაში.
  • კომუნიკაცია – იდეების სწორი გადმოცემის უნარი გუნდისთვის, დამკვეთებისა და ხელმძღვანელობისთვის.
  • კონფლიქტების გადაწყვეტა – გუნდში სხვადასხვა თვალთახედვასთან მუშაობის გამოცდილება. ბიზნეს კომპეტენციები
  • ბიზნეს მიზნების გაგება – ტექნიკურიm გადაწყვეტილებების დაკავშირება ბიზნეს ამოცანებთან.
  • ფინანსური ცოდნა – ბიუჯეტის და განვითარების ხარჯების მართვის პრინციპების ცოდნა.
  • შეკვეთებთან მუშაობა – მოლაპარაკებების წარმოების და მოლოდინების მართვის უნარები.

პიროვნული თვისებები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა – გადაწყვეტილებების და პასუხისმგებლობის მიღების მზადყოფნა.
  • ადაპტაციის უნარი – ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების უნარი.
  • სწავლაზე ორიენტირებულობა – მუდმივი ტექნიკური და მმართველობითი უნარების განვითარება.

უცხო ენები
  • ქართული ენა - თავისუფლად ცოდნის დონეზე;
  • რუსული ენა - თავისუფლად ცოდნის დონეზე;
  • ინგლისური - საშუალო ცოდნის დონეზე;

მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge . გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ინფორმაციული სისტემების განვითარების განყოფილების უფროსი“.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 21.03.2025 წ.