შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, დიდი დიღომი, დ.თავდადებულის ქ. N29-ში 1C ERP მთავარი ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- 1C ERP სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
- შეკვეთის გაწერა, დამუშავება და RS-ზე ატვირთვა.
- დაბრუნების განაცხადის დამუშავება და RS-ზე ატვირთვა.
- ანგარიშ-ფაქტურების გადაგზავნა, როგორც პირველადი ისე კორექტირების.
- სალაროს კონტროლი
- გაყიდვების აგენტის გატარებული თანხების გადატანა შესაბამის სალაროზე.
- პროგრამის და RS-ის შედარება სალაროს ზეტების.
- კონტრაგენტის რეგისტრაცია საჭიროებისამებრ.
- რეალიზაციების კორექტირება საჭიროებისამებრ.
- მძღოლი-დისტრიბუტორების ბორტების კონტროლი
ძირითადი მოვალეობები:
- ანგარიშ-ფაქტურების დამუშავება და RS-ზე აქტივაცია;
- ინფორმაციის მიმოცვლა საწყობის ოპერატორებთან;
- პროგრამაში ნომეკლატურების წონების კონტროლი/კორექცია;
- პროგრამაში ნომეკლატურების ფასების კონტროლი/კორექცია;
- დაბრუნებული პროდუქციის პროგრამული გატარება;
- ანგარიშგების წარდგენა ადმინისტრაციასთან მოთხოვნის შესაბამისად.
პიროვნული თვისებები:
- ინფორმაციის კორექტულად მიღების და გადაცემის უნარი;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- სწრაფ და დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- მათემატიკური ანალიზის უნარი.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტო სურათით მისამართზე: hr@gagroup.com.ge ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
ან დაგვიკავშირდით: +995 595 39 99 93