კომპანია კასატრეიდი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
კომპანია კასატრეიდი ლიდერია GPS მონიტორინგის, პარკინგის მართვისა და გადახდის სისტემებში.
ჩვენი კომპანია ახორციელებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს კერძო, ფინანსურ, სატრანსპორტო და სამთავრობო სექტორებისათვის.
კასატრეიდი საუკეთესო ადგილია, სადაც შეგიძლიათ განვითარდეთ და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალებად ჩვენს გუნდთან ერთად, ან თუ უკვე ხართ პროფესიონალი ჩვენ გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია.
მოხარულები ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით, თუ :
- გაქვთ უმაღლესი განათლება
- გაქვთ მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
- იცით ინგლისური და რუსული ენა
- გაქვთ პაუსხისმგებლობის მაღალი დონე
- გაქვთ დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა;
- გაყიდვების სტრატეგიული გეგმების შემუშავება და განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით
- ბაზრის კვლევების ჩატარება: კონკურენტები, ბაზრის ტენდენციები, მოთხოვნები და ა.შ.
- ინდივიდუალური და კორპორატიული კლიენტების მოზიდვა.
- მომხმარებელთა ბაზის დამუშავება
- კლიენტებთან კომუნიკაცია სხვადასხვა ტიპის შეკვეთებთან დაკავშირებით
ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თანამშრომლებზე და ვცდილობთ შევუქმნათ მათ მდგრადი და სტაბილური მომავალი:
- კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციის მიხედვით;
- თვითგანვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობას
- საინტერესო კომპლექსურ პროექტებზე მუშაობას
P.S გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ „subject”-ში “გაყიდვების მენეჯერი”