ადმინისტრატორი

ქუთაისი სრული განაკვეთი ქუთაისი ინნ
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)
ინნ ჯგუფი საქართველოს ბაზარზე 4 სასტუმროთი ოპერირებს: ივერია ინნ, გუდაური ინნ, ქუთაისი ინნ, და გორი ინნ. სასტუმრო ქუთაისი ინნ ამჟამად ეძებს რეცეფციონისტს

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, სასტურო ქუთაისი ინნ
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრების მიღება და ნომრებში განთავსების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
  • სტუმართა რეგისტრაციისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის ამოღება, დამუშავება და დადგენილი ფორმების შევსება;
  • ჯავშნების განხორციელება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება სასტუმროს რეცეფციონისტის პოზიციაზე;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სასტუმროს რეზერვაციების პროგრამაში მუშაობის ცოდნა აითვლება უპირატესობად;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს      
  • კვებას
  • დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოთ გადმომაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე : tskhadadzediana@gmail.com
დასახელებაში აუცილებლად  მიუთითეთ მითითებული პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება რეზიუმე.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ქუთაისი ინნ"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით. თუ გსურთ შპს " ქუთაისი ინნ“ -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს " ქუთაისი ინნ“ -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს " ქუთაისი ინნ“ -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს " ქუთაისი ინნ“ -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.