შპს "ემსიბი ჯორჯია", "მადამდე"-ს ბრენდის სახელით, წარმოადგენს პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო წარმოებას, რომელიც უკვე 25 წელია ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. "მადამდე" მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან, უნიკალური გემოს მქონე პროდუქტებს. "მადამდე" მუშაობს იმისთვის, რომ იყოს თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი. დღეს "მადამდე"-ს პროდუქციის შეძენა 1000-მდე სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი, როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მაღაზიებში.
"მადამდე" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- შესაბამისი განათლება/კვალიფიკაცია და მსგავს პოზიციაზე მუშაობის რამოდენიმეწლიანი გამოცდილება;
- პროცესების მართვის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- თანამშრომლებთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარი;
- კომპიუტერულ საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
- სასურველია ინგლისური, რუსული ენების მეტნაკლები ხარისხით ფლობა.
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოო პროცესის წარმართვა-კონტროლი;
- საწარმოში არსებული ნედლეულის და მზა პროდუქციის მოძრაობისა და ნაშთების კონტროლი, აღრიცხვა და შედარება ფინანსურ დეპარტამენტთან.
- უცხოელ კონსულტანეტებთან ურთიერთობა, მათ მიერ მოწოდებული ინსტრუქციების იმპლემენტაცია.
დამატებითი ინფორმაცია:
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.
სამუშაო გრაფიკი: 5 სრული სამუშაო დღე, 09:00 - 19:00. შაბათი, საჭიროების შემთხვევაში ნახევარი დღე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@madamde.ge გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "წარმოების ხელმძღვანელი"