წარმოების ხელმძღვანელი
2xP PRIORITY მადამდე
თარიღები: 24 თებ - 25 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები:  დაზგის ოპერირება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@madamde.ge
შპს "ემსიბი ჯორჯია", "მადამდე"-ს ბრენდის სახელით, წარმოადგენს პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო წარმოებას, რომელიც უკვე 25 წელია ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. "მადამდე" მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან, უნიკალური გემოს მქონე პროდუქტებს. "მადამდე" მუშაობს იმისთვის, რომ იყოს თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი. დღეს "მადამდე"-ს პროდუქციის შეძენა 1000-მდე სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი, როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მაღაზიებში.

"მადამდე" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:
  • შესაბამისი განათლება/კვალიფიკაცია და მსგავს პოზიციაზე მუშაობის რამოდენიმეწლიანი გამოცდილება;
  • პროცესების მართვის უნარი და პასუხისმგებლობის  მაღალი გრძნობა;
  • თანამშრომლებთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარი;
  • კომპიუტერულ საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
  • სასურველია ინგლისური, რუსული ენების მეტნაკლები ხარისხით ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:
  • საწარმოო პროცესის წარმართვა-კონტროლი;
  • საწარმოში არსებული ნედლეულის  და მზა პროდუქციის მოძრაობისა და ნაშთების კონტროლი, აღრიცხვა და შედარება ფინანსურ დეპარტამენტთან.
  • უცხოელ კონსულტანეტებთან  ურთიერთობა, მათ მიერ მოწოდებული ინსტრუქციების იმპლემენტაცია.

დამატებითი ინფორმაცია:
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.
სამუშაო გრაფიკი: 5 სრული სამუშაო დღე, 09:00 - 19:00. შაბათი, საჭიროების შემთხვევაში ნახევარი დღე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@madamde.ge
გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "წარმოების ხელმძღვანელი"