ლოგისტიკის მენეჯერი
1xP PRIORITY სატრანსპორტო კომპანია
თარიღები: 11 მარ - 25 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy.tbilisi@proton.me
სატრანსპორტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შეკვეთის მიღება/დამუშავება;
  • გადაზიდვების დაგეგმარება და განხორციელება;
  • პარტნიორებთან და გადამზიდავებთან ურთიერთობა;
  • გადაზიდვის პროცესის მონიტორინგი;
  • ლოგისტიკური პროცესების ეფექტურობის ანალიზი და გაუმჯობესების გზების მოძიება;
  • ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი და ორგანიზებულად შენახვა;
  • მიწოდების პროცესში წარმოშობილი საკითხების ოპერატიული გადაწყვეტა;

მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. 
  • ინგლისური და რუსული ენების არანაკლებ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი
  • ორგანიზებული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • კრეატიულობა
  • პიროვნული განვითარების სურვილი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • დასაქმებას დინამიურ და მზარდ კომპანიაში
  • საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს
  • ახალგაზრდულ და მოტივირებულ გუნდს
  • თანამედროვე და კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილს
  • კვალიფიკაციის შესატყვის ფიქსირებულ ანაზღაურებას და საბონუსე სისტემაში ჩართვას

დამატებითი ინფორმაცია:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • ანაზღაურება: შეთანხმებით
  • მდებარეობა: თბილისი, საბურთალო

 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: vacancy.tbilisi@proton.me სათაურის ველში მიუთითეთ “ლოგისტიკის მენეჯერი".