საწყობის ტვირთის ოპერატორი
თარიღები: 11 მარ - 22 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ტვირთის მართვა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@hpq.ge
კომპანია Hualing Digital Trading Co., Ltd. ეძებს გუნდის ახალ წევრს საწყობის ტვირთის ოპერატორის  პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის მიღება-გაცემა;
  • საქონლის დასაწყობების პროცესში მონაწილეობა (დატვირთვა-გადმოტვირთვა);
  • მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობის მიღება;
  • მომსახურების სტანდარტების, დისციპლინარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • სკანერ აპარატით , დანათების პროცესში მონაწილეობა;
  • კომპანიის პროგარამაში/აპლიკაციაში მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა ;

პიროვნული უნარები:
  • პასუხისმგებლიანი;
  • დისციპლინირებული;
  • შრომისმოყვარე;
  • ენერგიული;
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30 სთ;
ადგილმდებარეობა: ჯ.ლეჟავას 22 ( სავაჭრო ცენტრი „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა“)
ელ.მისამართი:  hr@hpq.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 22.03.2025

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@hpq.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@hpq.ge
გისურვებთ წარმატებას!