დამლაგებელი
თარიღები: 21 თებ - 22 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ადმინისტრაცია:  დიასახლისი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@gpih.ge
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

ლოკაცია: კოსტავას 67 ან წერეთლის 116
გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი.

პასუხისმგებლობები:
  • ყოველდღიურად ოთახების, დერეფნების, კიბეებისა და სველი წერტილების სველი წესით (სპეციალური ხსნარით) დალაგება/დასუფთავება.
  • დღის მანძილზე ოფისში სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება;
  • სამუშაო ოთახებსა და სივრცეებში განთავსებული ავეჯის, ინვენტარისა და აპარატურის დასუფთავება;
  • სველ წერტილებში ჰიგიენური პროდუქციით (თხევადი საპონი, ხელსაწმენდი ქაღალდი, საპირფარეშოს ქაღალდი) დისპანსერების მომარაგება და დღის განმავლობაში მარაგის კონტროლი;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დამლაგებელი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 21 მარტი.