HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში, ერთ-ერთი სამედიცინო წარმომადგენლობითი კომპანიიისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი პროდუქტების პრეზენტაცია ექიმებისთვის, სხვადასხვა სახის კონფერენციებში სპიკერად მონაწილეობა
- სამედიცინო წარმომადგენლების ვიზიტების ხარისხობრივი მონიტორინგი
- კომპანიის სოც. მედია გვერდზე განსათავსებელ ვიდეოებში აქტიური მონაწილეობა (პროდუქტებზე საუბარი/პრეზენტირება)
- ექიმების ბაზების დამუშავება
- პოტენციური პროდუქციის (პრეპარატების) იდენტიფიცირება
- საზღვარგარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში/გამოფენებზე მონაწილეობის მიღება პოტენციური პარტნიორების მოძიების მიზნით
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00სთ