ელ.დამტვირთავის მძღოლი

თბილისი სრული განაკვეთი ლაქტალის ჯორჯია - სანტე
მივლინება: არა
ავტო-მოტო სერვისი: სატვირთო ავტომობილის მძღოლი
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს,  როგორებიცაა:  სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას ელ.დამტვირთავის მძღოლის პოზიციაზე 
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ; 
განაკვეთი: 10:00-19:00 საათი; 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • საწყობში პროდუქციის მიღებისას მიღებული პროდუქციის დაბინავება; 
  • საწყობიდან პროდუქციის გაცემისას პროდუქციის გატანა და სადისტრიბუციო მანქანაში ჩატვირთვა; 
  • პროდუქციის სწორი განლაგება-დასაწყობება; 
  • ელექტო დამტვირთავის გამოყენება დადგენილი ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით; 
  • საწყობში ტემპერატურული რეჟიმისა და ჰიგიენური წესების დაცვა და კონტროლი; 
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით დამატებითი ფუნქციების შესრულება. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • დისციპლინირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება ან დარეკოთ ნომერზე: +995 591 12 83 61 ან 032 2 241 241. 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 28 თებერვალი 
გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.