ბიუჯეტირების და ანგარიშგების სპეციალისტი
2xP PRIORITY HH Recruitment
თარიღები: 21 თებ - 28 თებ
მდებარეობა: მცხეთა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები:  აუდიტი ბიუჯეტირება და დაგეგმვა ფინანსები(ზოგადი) ფინანსური კონტროლერი ანგარიშების მენეჯერი

HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, ბიუჯეტირების და ანგარიშგების სპეციალისტის პოზიციაზე მცხეთაში, ერთ-ერთი მსხვილი სასმელების მწარმოებელი კომპანიისთვის.


 ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველთვიური, კვარტლური და წლიური ანგარიშგებების პაკეტის შესაბამისი შემაგდენელი ნაწილების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • თვის დახურვის პროცესში ჩართულობა, შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • წლის დახურვის და ფინანსური აუდიტის პროცესში ჩართულობა და პროცესის მართვა
  • ყოველწლიური ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა და პროცესის მართვა
  • კომპანიის ძირითადი ხარჯვითი ცენტრების ბიუჯეტების ფორმირება და კონტროლი;
  • ხარჯების ბიუჯეტთან შესაბამისობის ანალიზი და გადახრების კონტროლი;
  • აღნიშნული ხარჯების კალკულაციის პროცესების ოპტიმიზაციის და ავტომატიზაციის პროცესში ჩართულობა
  • სხვა დამატებითი ფუნცია-მოვალეობების შესრულება.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, აუცილებელია ფინანსების ან აუდიტის და აღრიცხვის მიმართულებით;
  • აუცილებელია ბიუჯეტირების და ანგარიშგების სპეციალისტი/აუდიტის, A1/A2/ფინანსისტის ან ფინანსური კონტროლერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office, PBI, PPT;
  • აუცილებელი ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;


დამატებითი ინფორმაცია:

  • 5 სამუშაო დღე (09:00-18:00);
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • კვება, ტრანსპორტირება;


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოეხმაუროთ აღნიშნულ ვაკანსიას „გაგზავნე CV“ ღილაკზე დაჭერით.