ლოგისტიკური სერვისების გაყიდვების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Hegelmann Multimodal Georgia
მივლინება: არა ხელფასი: 2500 - 3000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი, კორპორატიული კლიენტები (B2B) ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოგისტიკა/ტრანსპორტი (ზოგადი)

საერთაშორისო გერმანული ლოგისტიკური კომპანია Hegelmann Multimodal Georgia აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკური სერვისების გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

 

• პარტნიორ კომპანიებთან და პოტენციურ მომხმარებლებთან მჭიდრო ურთიერთობა;

• ახალი პარტნიორებისა და მომხმარებლების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;

• მომხმარებელთა საჭიროებების გამოვლენა, სათანადო კონსულტაცია და მათვის ოპტიმალური მომსახურების ტიპის შეთავაზება.

• სამომხმარებლო ბაზრის შესწავლა, პოტენციური მომხმარებლების იდენთიფიცირება, მომხმარებელთა ბაზების შექმნა, მუდმივ განახლება და მართვა;

• კომპანიის ლოგისტიკური სერვისების გაყიდვების ეფექტურ სტრატეგიების შემუშავება.

• საფასო შეთავაზებების ფორმირება;

• ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან;

• საოპერაციო გუნთან მჭიდრო კომუნიკაცია, რეგულარული ანალიზი და რეპორტინგი;

• საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ლოგისტიკისა ან/და მიწოდების ჯაჭვის მართვის მიმართულებით;

• გადაზიდვების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

• გაყიდვების მაღალპროფესიონალურ დონეზე წარმოების უნარი;

• აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;

• MS Office, Windows, MS Excel-ში მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები:

 

• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

• ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;

• შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;

• პუნქტუალურობა;

• დეტალებზე ორიენტირებულობა;

• გუნდური მუშაობის უნარი;

 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი,ბელიაშვილის ქ.145

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი გაყიდვებიდან

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)

დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე

 

კომპანიის უპირატესობები:

• საერთაშორისო კომპანია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი.

• გამჭვირვალე კორპორატიული კულტურა.

• განვითარების ფართო შესაძლებლობები.

• კონკურენტული ანაზღაურება და სოციალური პაკეტი.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: mmgeladze@hegelmann.com