კომპანია პსპ ფარმა აცხადებს ინციდენტების მართვის მენეჯერის თანაშემწის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- აფთიაქიდან პროდუქციის ქურდობის შესახებ მოსული ინფორმაციის მიღება, დამუშავება, სტატისტიკის წარმოება;
- აფთიაქის მენეჯერისა და ვიდეო კამერების ჩანაწერების საშუალებით მომხდარი ფაქტის გადამოწმება და დეტალური ინფორმაციის მოძიება;
- ქურდობის ფაქტის ამსახველი მოკლე ვიდეო ჩანაწერის გაკეთება;
- ფაქტის დადასტურება აფთიაქის მენეჯერთან;
- შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- საქმის აღძვრის შემდგომ გამომძიებლებთან ურთიერთობა კომპანიის წარმომადგენლის სტატუსით;
- საჭიროების შემთხვევაში გამომძიებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის (განჩინება) საფუძველზე, ვიდეო ჩანაწერების, ასევე საჭირო ინფორმაციიის მიწოდება და აღრიცხვა;
- სრული სტატისტიკის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
- ორგანიზებულობა;
- ოპერატიულობა;
- დაკვირვებულობა;
- დროის მართვა;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 7 მარტი, 2025 წელი.