ევროპული და აზიური უმაღლესი ხარისხის საკვები პროდუქტების მაღაზია „Alubali Cash&Carry“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: ცვლების მიხედვით
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
ფუნქცია - მოვალეობები:
- მომხმარებლის დახვედრა და მომსახურება;
- მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
- მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- სალაროსთან მუშაობა;
- მაღაზიაში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, შევსება და კონტროლი;
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
- საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Alubaligroup@gmail.com 2025 წლის 20 მარტამდე.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.