კომპანია "Easy Way" ქვეყნის ლიდერი საკურიერო ოპერატორია, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საკურიერო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს.
შპს "იზი გრუპ" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ცენტრის ოპერატორის (Call-Center-Operator) პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ც. დადიანის 7 (სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა"); სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე, ორშაბათი - პარასკევი;
ანაზღაურება: პირველი თვე 800 ლარი, მეორე თვიდან 900 ლარი;
წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა თქვენს სამომავლო გეგმებშია?
"იზი ვეის" გუნდში ზუსტად თქვენნაირ ადამიანებს ველოდებით!
თუკი მეგობრული სამუშაო გარემო თქვენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდით ჩვენთან მარტივად!
გაეცანით ჩვენს ვაკანსიას და გამოგვეხმაურეთ თუ:
- გუნდური მუშაობა გიყვართ და ამავე დროს, დეტალებზე ორიენტირებული ხართ;
- ხართ პასუხისმგებლობიანი და არ უშინდებით გამოწვევებს;
- შეგიძლიათ ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემა;
გაინტერესებთ რას გთავაზობთ?
- პროფესიონალების გუნდს, რომელიც გაგიმარტივებთ კომპანიაში ადაპტაციის პროცესს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობებს;
- გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა კანდიდატისთვის თანაბარია;
თქვენი მოვალეობები ამ პოზიციაზე იქნება:
- საკურიერო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა, როგორც ვერბალურად ასევე წერილობით;
- შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების განხორციელება;
თქვენგან კი დაგვჭირდება:
- უმაღლესი განათლება;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.