HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თარიღები: 08 მარ - 22 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 3500
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული ინგლისური
ადამიანური რესურსები:  HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@CHITA.GE
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა“ აცხადებს ვაკანსიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოზიციაზე.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

სამუშაო ადგილი: თბილისი; აღმაშენებლის ხეივანი #19
გრაფიკი: 09:30-18:30 სთ.
ანაზღაურება: 3500 ნეტ

ფუნქცია - მოვალეობები:
  • ადამიანური რესურსების ზოგადი პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და მართვა.
  • კომპანიაში ახალი თანამშრომლების საჭიროებების განსაზღვრა და შეჩევის პროცესის მართვა/ანალიზი.
  • თანამშრომლთა მონაცემთა ბაზის წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმება, შვებულებები, შესაბამის ბრძანებებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობა.
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემის დაგეგმვა და განხორციელება.
  • თანამშრომელთა ფუნქცია მოვალეობების გაწერა და მათი გარემოსთან ადაპტირების მონიტორინგი.
  • თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა.
  • დეპარტამენტების/ფილიალების და თანამშრომლების მიერ შესრულებული საქმიანობის მონიტორინგი.
  • თანამშრომელთა დასწრების, გადაცდენები, გრაფიკების და სახელფასო სისტემის მონიტორინგი.
  • საჭიროებებიდან გამომდინარე ტრენინგების დაგეგმა/განხორციელებაში დახმარება და მონაწილეობა.
  • ყოველთვიური გრაფიკების, ხელფასებისა და ბონუსების, საშტატო ნუსხის მართვა.
  • სადაზღვევო, სატელეკომუნიკაციო და მონიტორინგის სამსახურებთან ურთიერთობა.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის, იურიდიული ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით).
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა.
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
  • ადამიანური მართვის სფეროში მინ 3 წლიანი გამოცდილება.
  • დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
  • კრეატიული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე HR@CHITA.GE ; kh.chkhikvadze.chita@gmail.com მეილის დასახელებაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.