სამშენებლო კომპანია „გრიდ ქონსთრაქშენი“ აცხადებს სტაჟირებას შესყიდვების სპეციალისტის მიმართულებით ქ. თბილისში.
სტაჟირების პროცესში შერჩეულ კანდიდატს საშუალება მიეცემა როგორც სამშენებლო მოედანზე ასევე ოფისში შეისწავლოს ლოჯისტიკური საქმე.
კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. შერჩეული კანდიდატები გაივლიან 9 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას, სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატებს დაენიშნებათ ზრდადი ანაზღაურება და დასაქმდებიან კომპანიაში.
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- საოფისე პროგრამების ცოდნა: Excel, Word,
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურობა;
- დისციპლინირებულობა
კონკურსში მონაწილე პირმა უნდა წარადგინოს: CV
კანდიდატების შერჩევის ეტაპები:
- CV - ს განხილვა.
- შიდა ტესტირება.
- პრაქტიკული დავალებები - შერჩეული კანდიდატები 1 თვის განმავლობაში გაივლიან გამოსაცდელ ეტაპს, (ანაზრაურების გარეშე) რომელიც მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს.