მოლარე ოპერატორი

მივლინება: არა
საბანკო: მოლარე (საბანკო), ბანკის ოპერატორი
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + 1999 წლიდან ფუნქიონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა  რეგიონში წარმოდგენილ  49  ფილიალს.         
მდებარეობა: თბილისი / საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (დღე) 
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსური სისტემა

"კრედიტსერვისი +" ეძებს პროფესიონალ მოლარე-ოპერატორს, რომელიც შეასრულებს სალარო ოპერაციებს ზუსტი და პასუხისმგებლობით სავსე მიდგომით!

ძირითადი მოვალეობები, რომლებსაც ჩვენი კომპანიის ტრენერები შეგასწავლიან:
  • სავალუტო ოპერაციები;
  • ფულადი გზავნილების მიღება/გაცემა; 
  • ძვირფასი ლითონების, ქვების შეფასება და სესხის გაფორმება;
  • სალაროში არსებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან საშუალო განათლება (ფინანსური/ბანკინგის მიმართულებით უპირატესობად ჩაითვლება)
  • მოლარე-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება (სასურველია ფინანსურ ორგანიზაციაში)
  • ნაღდი ფულთან და სალარო ოპერაციებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე და საბანკო პროგრამებთან მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ?
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა
  • სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
  • კონკურენტული ანაზღაურება და ბონუსები
  • პროფესიული ტრენინგები და სწავლის შესაძლებლობა

გაინტერესებს? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე: : vacancy@creditservice.ge

შენი შესაძლებლობაა გახდე "კრედიტსერვისი +" გუნდის ნაწილი! 
 
გაცნობებთ, რომ სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტრსერვისი + " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტრსერვისი + “ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!