სასტუმრო შერატონ ბათუმში მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ გახსნილია ვაკანსია მარკეტინგის კოორდინატორის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - მარკეტინგული გეგმის, აქტივობების, პოლიტიკისა და პროცესების შემუშავებასა და მართვაში მონაწილეობის მიღება;
- სასტუმროში მიმდინარე აქტივობების დაგეგმვა განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- სასტუმროს სოციალური მედიის პლატფორმების, Web, Facebook, Instagram და Linkedin მართვა და ადმინისტრირება (კონტენტის შექმნა, ინფორმაციის, ფოტო/ვიდეო მასალის განთავსება, ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა და ა.შ.)
- სარეკლამო და პრომო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
- სოციალური ქსელებზე მორგებული ფოტო–ვიდეო კონტენტის შექნმა, მედია მასალების დამუშავება, პოსტებისა და ბანერების დამზადება
- სოციალურ მედიაში რეკლამის განთავსება აუდიტორიის სწორად შერჩევით, მიღებული რეზულტატების ანალიზი
- ინფლუენსერებთან მუშაობა
- სოციალური მედიის პლატფორმების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და ანგარიშგება
- მედია–მონიტორინგის განხორციელება, ბაზრის კვლევა და სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირება
- ციფრულ მარკეტინგში კვალიფიკაციის ამაღლება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მომართულებით სასურველია;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა აუცილებელია;
- Web, Facebook, , Instagram, Linkdin–ის მართვის გამოცდილება;
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები: - დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სასტუმრო შერატონ ბათუმი, პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარის რეგიონში, გაიხსნა 2010 წელს. ჩვენ ვართ პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს სტუმართ მასპინძლობის მაგალითს და დღემდე წარმატებით ოპერირებს შრომის ბაზარზე. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ia.bedinadze@sheraton.com ან მოხვიდეთ სასტუმროში (ბათუმი. შ. რუსთაველის 28) და ადგილზე შეავსოთ აპლიკაციის ფორმა. აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს. გისურვებთ წარმატებას!