HR მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი HH Recruitment
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი, პერსონალის შერჩევის სპეციალისტი/რეკრუტერი, HR სპეციალისტი, HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი, HR აუდიტორი, HR ბრენდინგის სპეციალისტი, HR პოლიტიკისა და პროცედურების სპეციალისტი
HH Recruitment (www.HH.ge)   ეძებს კანდიდატს, HR მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთი რითეილ კომპანიისთვის.

ძირითადი მოვალეობები:  
  • ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და პროცედურების გადახედვა და ოპტიმიზაცია/გამართვა;
  • კომპანიაში ახალი თანამშრომლის საჭიროებების განსაზღვრა და შერჩევის პროცესის მართვა/ანალიზი;
  • თანამშრომლების მონაცემთა ბაზის წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმება, შვებულებების დაგეგმვა, შესაბამის ბრძანებებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობა;
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში გამართვა;
  • თანამშრომელთა ფუნქცია მოვალეობების გაწერა და მათი გარემოსთან ადაპტირების მონიტორინგი;
  • თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა;
  • დეპარტამენტების/ფილიალების და თანამშრომლების მიერ შესრულებული საქმიანობის მონიტორინგი;
  • თანამშრომელთა დასწრების, გაცდენების, გრაფიკების და სახელფასო სისტემის მონიტორინგი;
  • საჭიროებიდან გამომდინარე ტრენინგების დაგეგმვა/განხორციელებაში დახმარება და მონაწილეობა;
  • ყოველთვიური გრაფიკების, ხელფასებისა და ბონუსების, საშტატო ნუსხის მართვა;
  • სადაზღვევო, სატელეკომუნიკაციო და მონიტორინგის სამსახურებთან ურთიერთობა.
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR მენეჯერის , რეკრუიტმენტის ან ადმინისტრაციის მენეჯერის, HR სპეციალისტის  ან HR ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე;
  • რითელ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ბაკალავრის ხარისხი;
  • საქართველოს შრომის კოდექსის სრულყოფილად ცოდნა;
  • MS Office -ის ცოდნა;
  • ინგლისური B1 დონეზე. 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მეილზე: recruitment24@hh.ge