ბუღალტერი
თარიღები: 20 თებ - 24 თებ
მდებარეობა: ბაღდათი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი) ბუღალტერი (წარმოება) ბუღალტერი (FMCG) ბუღალტრის თანაშემწე ბუღალტერ-ოპერატორი სტაჟიორი (ბუღალტერია) ბუღალტერ - აღმრიცხველი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: recruitment24@hh.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995577252467

HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, ბუღალტრის პოზიციაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი მსხვილი სასტუმროსთვის.


ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველთვიური დეკლარაციებისთვის შესაბამისი ინფორმაციის (რეესტრების) მომზადება;
  • საბანკო საგადასახადო დავალებების მომზადება და საბუღალტრო პროგრამაში შესაბამისი გატარებების ასახვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სამსახურში არ ყოფნის შემთხვევაში დაქირავებით მომუშავეთა ანაზღაურების უწყისების კონტროლი და სისტემაში აღრიცხვა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორება;
  • საწვავის აღრიცხვა-ჩამოწერა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • ძირითადი საშუალებების, აქტივების გამოყენების უფლების და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
  • მომწოდებლებთან და კლიენტებთან ბუღალტრული შედარებების წარმოება;
  • პირველადი დოკუმენტაციის შეგროვება, მოწესრიგება და პროგრამაში ასახვა;
  • სალარო ოპერაციების წარმოება, შემოსავლებისა და გასავლების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში (შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით);
  • სასაქონლო ზედნადებების წარმოება;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების  აღრიცხვა და კონტროლი (ჩამოწერა, სხვა წარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯების კლასიფიკაცია);
  • ფინანსური და ბუღალტრული დოკუმენტაციის აღრიცხვა და მათი წარმოება;
  • საწყობთან ნაშთების შედარება;
  • მიმდინარე თვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების არაუგვიანეს მომდევნო თვის ბოლომდე ჩამოწერა;
  • კომპანიის მომწოდებლებისგან საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები და სხვ.) მიღება, შემოწმება და სისტემაში დროული გატარება;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შექმნა/მიღება/შემოწმება/დაარქივება;
  • მარაგების მიღებისას დოკუმენტების გაფორმების სისწორის გადამოწმება;
  • მიღებული საბუღალტრო დოკუმენტაციის ორგანიზება და ფაილინგი;
  • პროგრამული მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
  • ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დელეგირებული სხვა დავალებების შესრულება  კვალიფიკაციის შესაბამისად.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის ან დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე;
  • MS Office-ის ცოდნა მაღალ დონეზე;
  • ORIS-ის  ცოდნა;
  • სასურველია ინგლისურის ცოდნა;
  • ACCA-ს წიგნები ჩაითვლება უპირატესობად.


დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო საათები: 10:00-19:00, კვირაში 5 დღე;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • კვება;
  • ტრანსპორტირება ქუთაისიდან


დაინტერესებული პირები, გთხოვთ,  გამოეხმაუროთ განცხადებას მეილზე recruitment24@hh.ge