შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის განვითარების სამსახურის უფროსის პოზიციაზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
დამატებითი მოთხოვნები:
- ბუნებრივი გაზის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
- სამსახურის საქმიანობის ხელმძღვანელობა, თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინირება და მათ მიერ შესრულებული დავალებების კონტროლი;
- გაზსადენების ექსპლუატაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კომპანიის მფლობელობაში არსებული გაზსადენების სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო საინვესტიციო პროექტების გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმის შემუშავება მარეგულირებლის მოთხოვნათა შესაბამისად;
- კომპანიის მფლობელობაში არსებულ გაზგამანაწილებელ ქსელთან დაკავშირებული განცხადებების/წერილების შესწავლა და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
- სამსახურში მომზადებული და შემოსული განცხადების, საპროექტო-ტექნიკური და საანგარიშო დოკუმენტაციის სწორი წარმართვის, აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა;
- სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრების, წერილებისა და წინადადებების განხილვა;
კომპიუტერული უნარ-ჩვევები:Ms Office;
ენები:უცხო ენების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
- ლიდერობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გადაწყვეტილების მიღება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
- მეგობრულ გარემოს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის 18ა;
ანაზღაურება კონკურენტული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: vacancies@te.ge (ელ. ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება); რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 20 მარტი;
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.
ასევე გაცნობებებთ, რომ თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სხვა სამომავლო, პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე vacancies@te.ge რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი: „თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში.“ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
შპს „თბილისი ენერჯი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.