დამლაგებელი

თბილისი სრული განაკვეთი ოსტეოპათიური ცენტრი
მივლინება: არა
დასუფთავება: დამლაგებელი
„ოსტეოპათიური ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

ოსტეოპათიური ცენტრი თბილისში 2015 წელს დაფუძნდა, რის შემდეგაც იგი ათასობით ადამიანს დაეხმარა სხვადასხვა დაავადებისა და დისფუნქციის დაძლევაში. ჩვენი მიდგომა აერთიანებს ოსტეოპათიას, სამკურნალო მასაჟს, რეაბილიტაციასა და პილატეს რეფორმერს, რომელთაგან თითოეული უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

ძირითადი მოვალეობები:
  • კლინიკის სივრცის დასუფთავება
  • ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება
  • გენერალური დასუფთავება თვეში ერთხელ
  • დასუფთავებისთვის აუცილებელი მარაგების შეძენა კომპანიის ანგარიშიდან
  • ნაგვის გატანა ყოველდღიურად

სამუშაო საათები: 07:00-16:00 (შესვენება: 1 საათი)
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი

უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კეთილსინდისიერება

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: s.kvaratskhelia@osteo.ge
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!