პრომოუტერი

თბილისი სრული განაკვეთი თელიანი ველი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: სავაჭრო წარმომადგენელი
სს „თელიანი ველი“ აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • პროდუქციის წარდგენა და მისი მახასიათებლების შესახებ მომხმარებელისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • პოტენციური მომხმარებლის იდენტიფიცირება და მისი საჭიროებების და მოთხოვნების სწორად გაგება;
  • სადეგუსტაციო ღვინის ნიმუშების, ბროშურების, ფლაიერების და ა.შ. სამიზნე აუდიტორიაში გავრცელება;
  • პროდუქციის სადემონსტრაციო „დესქის“, სტენდის, დახლის და ა.შ. მოწყობა, მარაგების შევსება და მის სისუფთავესა და მიმზიდველ იმიჯზე ზრუნვა „მერჩენდაიზინგის“ სტანდარტების დაცვით;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • კონკურენტი კომპანიების აქტივობების მონიტორინგი, მათი გაყიდვების ანალიზი და უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • კომპანიისა და მისი ბრენდების ცნობადობის ზრდასა და პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • პროდუქციის გაყიდვების ანგარიშგება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 
  • მსგავს პოზიციაზე, ალკოჰოლური სასმელების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მინიმალური დონე - B2);
  • კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • სარეალიზაციო პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
  • პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირებისა და პროდუქციის შეთავაზების უნარი;
  • კარგად განვითარებული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • სასურველია ალკოჰოლური სასმელების შეფასებისა და აღწერის საბაზისო უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

გარანტიები:
  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული 
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@telianivalley.com  ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკნასიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.  სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება! 

დაუშვებელია   განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება    ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი. 

გაცნობებთ, რომ წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი:203855444) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: Privacy@telianivalley.com

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

დეტალური ინფორმაციისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით გთხოვთ იხილოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა შემდეგ ბმულზე:  Teliani Valley

გისურვებთ წარმატებას!