„მზიური დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
„მზიური დეველოპმენტი“ დეველოპერული კომპანიაა, რომელიც აჭარაში ორ მსხვილ საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტს „მზიური გარდენსი“ და „მზიური ველნესი“ ავითარებს
სამუშაოს ადგილმდებარეობა: მახინჯაური, თამარ მეფის ქუჩა 14
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- ორგანიზაციის სატელეფონო ნომერზე შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა; საჭიროებისამებრ ზარების გადამისამართება;
- ელექტრონული ფოსტის სისტემატური კონტროლი;
- ოფისში შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
- საბუთების კონტროლი, მოწესრიგება;
- საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
- კომპანიის ადმინისტრაციის სხვა დავალებების შესრულება;
- ხელმძღვანელის უშუალო მითითებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენების (ინგლისური და რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დისციპლინირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.