რეზერვაციების მენეჯერი
თარიღები: 19 თებ - 20 მარ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ტურიზმი/გართობის სექტორი:  ჯავშნები
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@mziurigardens.ge
„მზიური დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების მენეჯერი პოზიციაზე.

„მზიური დეველოპმენტი“ დეველოპერული კომპანიაა, რომელიც აჭარაში ორ მსხვილ საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტს „მზიური გარდენსი“ და „მზიური ველნესი“ ავითარებს.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მახინჯაური, თამარ მეფის ქუჩა 14 
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრირება, ჯავშნების მიღება და პროგრამული ასახვა;
  • ინვოისების მომზადება და დასტურის წერილების გაგზავნა;
  • შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • აპარტამენტების მიმღებ განყოფილებასთან მუდმივი და ეფექტური კომუნიკაცია
  • ტურისტული პაკეტების შედგენა
  • ტურისტულ კომპანიებთან კომუნიკაციის დამყარება და თანამშრომლობა;
  • ელექტრონული საშუალებებით პარტნიორებთან კომუნიკაცია ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის/სასტუმრო მენეჯმენტის მიმართულებით)
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ონლაინ პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
  • წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფულობა.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: info@mziurigardens.ge 
სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ 
განიხილება.