გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი პოლიგრაფი
მივლინება: არა
განათლება: მაგისტრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი

პოლიგრაფი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე


მოვალეობები:

  • შეკვეთების სტრატეგიების შემუშავება პროდუქციის გაყიდვების მოცულობის გაზრდის მიზნით;
  • სოციალურ პლატფორემებზე მარკეტინგული და გაყიდვების აქტივობების დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • ბაზრის პერიოდული ანალიზი, ფასების და ტენდენციების მონიტორინგი;
  • პოტენციური დამკვეთების მოძიება და კონსულტაციების გამართვა კომპანიის შესაძლებლობების, პროდუქტებისა და სერვისების გაცნობის მიზნით;
  • მოლაპარაკებებსა და კონტრაქტების გაფორმებაში მონაწილეობა;
  • შეკვეთის ხარისხიანი და დროული შესრულების კონტროლი;
  • არსებულ კლიენტებთან ბონუს პროგრამებზე წინადადებების შემუშავება გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით;
  • გაყიდვების ანგარიშების მომზადება.


კომპეტენცია და უნარები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • ფსიქოლოგიის, მარკეტინგისა და გაყიდვების თეორიული საფუძვლების ცოდნა;
  • საქმიანი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციების გამართვის უნარი;
  • განვითარებული ორატორული, ასევე, ზეპირი და წერითი მეტყველების უნარები;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული, მიზნსწრაფული;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • პრობლემაზე სწრაფი რეაგირებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და დეტალებზე ორიენტირების უნარები;
  • საქმისადმი მაქსიმალისტური დამოკიდებულება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.


ჩვენ გთავაზობთ:

  • კვალიფიკაციის შესაბამის, კონკურენტული ხელფასსა და ბონუსების სისტემას;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • სამდიცინო დაზღვევას;
  • ტრენინგებსა და მხარდაჭერას მუშაობის ყველა ეტაპზე.


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: poly@poly.ge