პოლიგრაფი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
მოვალეობები:
- შეკვეთების სტრატეგიების შემუშავება პროდუქციის გაყიდვების მოცულობის გაზრდის მიზნით;
- სოციალურ პლატფორემებზე მარკეტინგული და გაყიდვების აქტივობების დაგეგმვა და მონიტორინგი;
- ბაზრის პერიოდული ანალიზი, ფასების და ტენდენციების მონიტორინგი;
- პოტენციური დამკვეთების მოძიება და კონსულტაციების გამართვა კომპანიის შესაძლებლობების, პროდუქტებისა და სერვისების გაცნობის მიზნით;
- მოლაპარაკებებსა და კონტრაქტების გაფორმებაში მონაწილეობა;
- შეკვეთის ხარისხიანი და დროული შესრულების კონტროლი;
- არსებულ კლიენტებთან ბონუს პროგრამებზე წინადადებების შემუშავება გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით;
- გაყიდვების ანგარიშების მომზადება.
კომპეტენცია და უნარები:
- უმაღლესი განათლება;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- ფსიქოლოგიის, მარკეტინგისა და გაყიდვების თეორიული საფუძვლების ცოდნა;
- საქმიანი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციების გამართვის უნარი;
- განვითარებული ორატორული, ასევე, ზეპირი და წერითი მეტყველების უნარები;
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებული, მიზნსწრაფული;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- პრობლემაზე სწრაფი რეაგირებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და დეტალებზე ორიენტირების უნარები;
- საქმისადმი მაქსიმალისტური დამოკიდებულება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვალიფიკაციის შესაბამის, კონკურენტული ხელფასსა და ბონუსების სისტემას;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- სამდიცინო დაზღვევას;
- ტრენინგებსა და მხარდაჭერას მუშაობის ყველა ეტაპზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: poly@poly.ge