SEO სპეციალისტი / Middle/Senior დონე

თბილისი სრული განაკვეთი 10xseo
მივლინება: არა ხელფასი: 2500 - 4000 +ბონუსი
ინფორმაციული ტექნოლოგიები: პროგრამისტი/დეველოპერი, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO)
10XSEO.GE აცხადებს ვაკანსიას SEO სპეციალისტის (Middle/Senior დონე) პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: დისტანციური / ოფისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოცდილების დონე: მინიმუმ 3 წელი

ვის ვეძებთ?
  • ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ SEO სპეციალისტს, რომელიც  შეძლებს SEO პროექტების მენეჯმენტს და რეალური, გაზომვადი შედეგების მიღწევას.

ძირითადი მოთხოვნები:
  • SEO პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება – უნდა გქონდეს მინიმუმ 5 წარმატებული პროექტი, სადაც ნაჩვენებია გაზომვადი შედეგები (ორგანული ტრეფიკი, პოზიციების ზრდა, კონვერსიები და ა.შ.).
  • სამი წელზე მეტი გამოცდილება SEO-ში.
  • SEO-ს მიმართ ინტერესი – გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, მუდმივად ეძებდე სიახლეებს და გქონდეს გაუმჯობესების სურვილი.
  • კონკურენტული ხასიათი – მოტივაცია გქონდეს საუკეთესო შედეგების მისაღწევად და ბაზარზე კონკურენციისთვის.
  • კომუნიკაციის უნარი – უნდა ასხივებდე დადებით ენერგიას, მოტივაციას და გქონდეს ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება 
  • სააგენტოში მუშაობის გამოცდილება – გესმოდეს სააგენტოს სპეციფიკა, პროექტების მენეჯმენტი და კლიენტებთან კომუნიკაცია.

რას გთავაზობთ?
  • საინტერესო და გამოწვევებით სავსე პროექტებს – იმუშავებ მასშტაბურ და დინამიკურ SEO კამპანიებზე, სადაც რეალური შედეგების მიღწევა შეგიძლია.
  • პერსონალურ და პროფესიულ განვითარებას – შესაძლებლობა მუდმივად გაიღრმავო ცოდნა და გაიუმჯობესო უნარები.
  • ჰიბრიდულ სამუშაო მოდელს – მოქნილი გარემო, სადაც შეგიძლია იმუშაო როგორც ოფისიდან, ისე დისტანციურად.
  • კონკურენტულ ანაზღაურებას – ₾2500-₾4000, რომელიც შენს გამოცდილებასა და მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
  • მოქნილ საბონუსე სისტემას 

თუ დაინტერესებული ხართ, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე davitg@10xseo.ge